Страницы

ფლორის და ფაუნის სადარაჯოზე

ფლორის და ფაუნის სადარაჯოზე
 ვაგრძელებთ საქართველოს ლამაზ და გამორჩეულ ადგილებზე საუბარს საუბარს. ამჯერად თქვენს ყურადღებას რამდენიმე სახელმწიფო ნაკრძალზე გავამახვილებთ:
1.ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი - ნაკრძალი მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. იგი 1912 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მოკოსიევიჩის მიერ დაარსდა. მისი საერთო  ფართობი 19749ჰა-ს შეადგენს. აქედან 5322 ჰა არის ალპური საძოვრები, ხოლო 12346 ჰა არის ტყით დაფარული. აქ მცენარეული საფარი მრავალფეროვანია, რადგან  აქ არის ექსპოზიციების ფერდობები, მკვეთრად დასერილი რელიეფი და რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები. მცენარეთა სახეობების დაახლოებით 2/3 ამ ნაკრძალში არის თავმოყრილი. აქ გავრცელებულია კავკასიური რცხილა, დათვის თხილი, მინდვრის ნეკერჩხალი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში ბევრი მცენარე გვხვდება:ასკილი,შინდი,მოცვი,ჯონჯოლი ,ხოლო ლიანებიდან გვხვდება:კატაბარდა,ეკალღიჭი,გარეული ვაზი და სხვა.აქ კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო შემორჩა: წაბლი, კაკლის ხე, ლაფანი, დიდი ბოკვი და პასტუხოვის სურო.                            ასევე ეს ნაკრძალი არის მდიდარი ენდემური სახეობებით (ლაგოდეხის ნაღველა,ფურისულა და სხვა) და ამათი სახეობების რაოდენობა შეადგენს 1500-ს. ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს დაახლოებით ძუძუმწოვარი ცხოველების 42-ს  სახეობა. აქ ხშირად შევხვდებით ჯოგებად: გარეულ ღორს, ტყის კატას, ყვითელგულა კვერნას და სხვას. აქვე ვხვდებით 120 სახეობის  ფრინველს, მათგან ყველაზე ღირსშესანიშნავია: შურთხი, კავკასიური როჭო, სხვადასხვა მგალობელი ფრინველები და ბევრი სხვა. ქვეწარმავლების 8 და ამფიბიების 4 სახეობა არის აღრიცხული ამ ნაკრძალში. ამავდროულად ამ ნაკრძალში  არის ფაუნის და ფლორის მუზეუმი.1972 წელს ეს სახელმწიფო ნაკრძალი დააჯილდოვეს საპატიო ორდენით.                                                                               
 2.ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი - ეს ნაკრძალი შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს.იგი 1977 წელს დაარსდა და მისი ფართობი 6388 ჰა-ს შეადგენს. ნაკრძალის დაარსების მიზანი არის სხვადასხვა და ძირითადა იშვიათი ჯიშის მცენარეების (მუხა,წიფელი,ბზა), ფრინველებისა (შურთხი,როჭო) და ძუძუმწოვრების (გარეული ღორი, შველი, არჩვი, კვერნა, ფოცხვერი) მომრავლება, დაცვა და შესწავლა.                                                                                                                                                                 3.მთათუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი-ნაკრძალი მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ფერდობებზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარეების თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის აუზში. იგი 1980 წელს დაარსდა და მისი ფართობი 12505 ჰა.-ა.ტყით 9925 ჰა არის დაფარული. ნაკრძალში ძირითადად არყისა და ფიჭვის ტყეები ხარობს. ჩრდილოეთ ფერდობებზე იზრდება ფიჭვი და კორომებს ქმნის. აქ ასევე არის: ასკილი, დეკა, ვერხვი, თხმელა და სხვა. ძუძუმწოვრებიდან შევხვდებით: დათვს, არჩვს, ნიამორსა და ჯიხვს, ხოლო ფრინველებიდან: შურთხს, როჭოსა და სხვა ბევრ ფრინველს.აქ  ვხვდებით ასევე სხვადასხვა ტიპის  მინერალურ წყალს.     
სახელმწიფო ნაკრძალები არის დამატებითი ბერკეტი, რომ შენარჩუნდეს ყველაზე ღირებული რესურსი საქართველოში - ფლორა და ფაუნა.

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий