სახელმწიფო ნაკრძალების ფუნქცია და მნიშვნელობა თანამედროვეობაში
სახელმწიფო ნაკრძალები დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენს ცხოვრებაში.
სახელმწიფო ნაკრძალი-არის ტერიტორია, სადაც მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები არის დაცული. ნაკრძალის წოდებას იღებს ის ტერიტორია, რომელიც ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისთვის არის ტიპობრივი, ან ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს შეიცავს მეცნიერების თვალსაზრისით. ასევე ნაკრძალად შეიძლება მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი გამოცხადდეს, რომელსაც მემორიალური ან ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ნაკრძალი არის აკვატორია და ტერიტორია, რომელიც მთლიანად ჩვეულებრივი სარგებლობიდან არის ამოღებული კომპლექსის ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. სახელმწიფო ნაკრძალი მიეკუთვნება მკაცრ ბუნებრივ რეზერვატს - დაცული ტერიტორიების პირველ კატეგორიას. ნაკრძალი ერთ-ერთი ფორმაა ბუნების დაცვის. იგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც მის ცალკეულ ობიექტებს, ბიოგეოცენოზებს და კომპლექსებს აკვირდებიან. ნაკრძალში შეისწავლიან: მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ თავისებურებებს, ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, ამუშავებენ მცენარეთა და ცხოველთა აღრიცხვის მეთოდს, ასევე ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შესანარჩუნებლად. საქართველოში დღესდღეობით 18 სახელმწიფო ნაკრძალია. მათი საერთო ფართობი შეადგენს 169,31-ჰას. ნაკრძალზე აკრძალულია: ყოველგვარი საქმიანობა, რაც ნაკრძალის ბუნებრივ კომპლექსს არღვევს, ან ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას უქმნის საფრთხეს, ასევე აკრძალულია ბუდეებისა და სოროების განადგურება, ნადირობა,ხეებისა და ბუჩქების დაზიანება, თევზაობა, პირუტყვის ძოვება, წიაღისეულის მოპოვება. აგრეთვე აკრძალულია ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე უცხო პირთა ყოფნა. უნებართვოდ თოფითა თუ თევზის, ფრინველისა და ნადირის დასაჭერი მოწყობილობით ნაკრძალში ყოფნა ითვლება ბრაკონიერობად. ადრეულ პერიოდში საქართველოში ყორუღი არსებობდა, რომელიც ნაკრძალ ადგილს ნიშნავდა. ვახტანგ მეექვსის სამართლებრივ წიგნში ყორუღუ სანადირო ალაგს ნიშნავდა,დასტურლამალაში ნიშნავდა შევარდნის ბუდეების ადგილსამყოფელს,ს ადაც სიარული და ხეების მოჭრა იყო აკრძალული. ნაკრძალებზე საძოვრის დაცვა ევალებოდა მეყორუღეს,რომელიც ვახტანგ მეფის დასტურლამალშივე იხსენიება.
ახლა კი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსეებულ ნაკრძალების შესახებ მოგითხრობთ ორიოდე სიტყვით:
1.ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი - ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგოხსა და ბაბანეურთან, მდინარე ალაზნის ნაპირზე ,კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში,ზღვის დონიდან 439-985 მეტრზე მდებარეობს. იგი ბაწარმ-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის.მისი ფართობი 862,1 ჰა-ს შეადგენს.ეს ნაკრძალი 1950 წელს რცხილა-ფოთლიანი ძელქვის დაცვისა და შემონახვის მიზნით დაარსეს.რცხილაფოთლიანი ძელქვა, როგორც რცხილასა და ჯაგრცხილასთან ისე კორომებად იზრდება. მასში შერეულია ასევე მინდვრის ნეკერჩხალი, ქართული მუხა და სხვა. ქვეტყეს: ასკილი,ზღმარტლი,კუნელი,კვიდო,შინდანწლა ქმნის.ძელქვის სიმაღლე ნაკრძალში 20-30მ, ხოლო დიამეტრი 90სმ. ასევე აქ გავრცელებული ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია :თეთრყელა კვერნა, კურდღელი, მელა და შველი. ნაკრძალში მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ფრინველი.
2.ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი-ახმეტის მუნიციპალიტეტში,მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარესა და მდინარე ბაწარის ხეობაში მდებარეობს.იგი ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. ნაკრძალი დაარსეს 1935 წელს და მისი ფართობი შეადგენს 2,986 ჰა-ს. ნაკრძალში რელიქტიური ჯიშის -უთხოვრის ხელუხლებელი კორომები არის დაცული,რომელთაც აქვთ დიდი სამეცნიერო ღირებულება.უთხოვარი ასევე შერეულია წიფლნარში. ტყეში ხარობს ბევრნაირი ხე ესენია:ცაცხვი,იფანი,ნეკერჩხალი და.სხვა.
ტყე განსაკუთრებით კარგად არის დაცული ნაკრძალში, საგულისხმოა ადრეულ პერიოდში ანგელოზის ხედ მიჩნეული ჯიშის ხის -უთხოვარის გავრცელების სიხშირე ნაკრძალის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის გერმანელი სპეციალისტები უთხოვარის კორომს სწავლობენ, რის შედეგადაც ვარაუდობენ, რომ იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ბაწარა-ბაბანაურის ტყეს შეიტანს. აქ მრავლადაა ძუძუმწოვრები ესენია: არჩვი,დათვი, მაჩვი, კვერნა, წავი, შველი. ფრინველებიდან გვხვდება:როჭო.არწივი,შაშვი,ორბი და სხვა.
3.თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი-ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი 1961 წელს დაარსდა და მისი ფართობი 12627 ჰექტარს შეადგენს. ამ შემთხვევეშიც ნაკრძალის შექმნის მიზანი არის ბიომრავალფეროვნების,იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობების დაცვა და შენარჩუნება.ნაკრძალში ტყეები მაღალი ენდემიზმითა და ბიო-ეკოლოგიურ რელიქტიურ სახეობათა არსებობით გამოირჩევა. აქ არის სუბალპური არყანები,რომლებიც არის ზვავსაწინააღმდეგო, ეროზიასაწინააღმდეგო და ნაშალდამმაგრებელი ცენოზები. ნაკრძალი მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა საარსებო გარემოა. აქ მობინადრე ცხოველებიდან გამოირჩევა:არჩვი, დათვი, მგელი და სხვა, ხოლო ფრინველთაგან: მთის არწივი,შევარდენი და სხვა. ნაკრძალზე გადაადგილება შეიძლება ფეხით და ცხენით განსაზღვრულ მარშუტზე. ნაკრძალში დაშვებულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტურიზმი.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий