Страницы

ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე

 მსოფლიო  სხვადასხვა დაავადებას წელიწადის სხვადასხვა დღეს აღნიშნავს ხოლმე, რითაც ვფიქრობთ, სოლიდარობას უცხადებენ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან ყოველ 24 მარტს ტუბერკულიოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ტუბერკულიოზი ერთ-ერთი უძველესი დაავადებაა დაავადებებს შორის, რომელიც კაცობრიობას დღესაც  აწუხებს. მართალია, თანამედროვე მედიცინის სერიოზული მიღწევებისა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებების აქტიურად დანერგვის შედეგად  ეს დაავადება უკვე განკურნებადია,  მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ პროგრესირებადია და სულ უფრო აქტუალური ხდება მასთან ბრძოლა. ტუბერკულიოზი დღემდე გლობალური საკითხია მთელ მსოფლიოში, რადგან ტუბერკულიოზოთ ყოველ წელს თითქმის 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება.ეს სოციალური დაავადებაა, ამიტომ მეტია ავადობის შანსიც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირველ რიგში მოგაწოდოთ  ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ. ტუბერკულიოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც სხვადასხვანაირი მიკრობაქტერია იწვევს.ის ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს ,მაგრამ მან ასევე შეიძლება სხვადასხვა ორგანიზმებიც დააზიანოს, მაგალითად :თავის ტვინის გარსები,ძვლები,შარდის ბუშტი,სახსრები,თირკმლები და ა.შ. მიკრობაქტერია შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ჭურჭელზე, ნახველის წვეთებში.ტუბერკულიოზი ასევე მტვრით და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა. ტუბერკულიოზის გამომწვევი ბაქტერიები,ნესტიან ადგილებში,სადაც მზის სხივები არ არის, დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას,ხოლო მშრალ,განათებულ ადგილებში ისინი მალე კვდებიან.ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანი ინფექციის ძირითად წყაროს სისტემას წარმოადგენს, რომელიც ცემინების,ხველების ან საუბრის დროს ჰაერში მიკრობაქტერიებს გამოყოფს. ტუბერკულიოზს ყოფენ ორ სტადიად:ინფიცირებად და დაავადებად. ტუბერკულიოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით ფილტვის ალვეოლებს აღწევს. თუ ორგანიზმს დამცველობითი ძალები ძლიერი აქვს მაშინ მიკრობაქტერიების  წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება ხდება, რომლებიც სქელ კედელს ქმნიან ამ ბაქტერიების გარშემო და მის გამრავლებას თრგუნავენ . ამ დროს ჩხირის ორგანიზმში მოხვედრისას,ინფიცირებულ ადამიანს არ აღენიშნება დაავადების ნიშნები, ეს მდგომარეობა არის ინფიცირება.აქტიური ტუბერკულიოზი დაავადებულების 10%-ს შეიძლება განუვითარდეს. ეს დაავადება განსაკუთრებით ბარის მოსახლეობაში არის განვითარებული. ნაკლებად ავადდებიან მთაში, სამაგიეროდ მათი ბარში გადმოსახლების შმთხვევაში დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტუბერკულიოზის სიმპტომებია: ადვილად დაღლა, ღამის ოფლიანობა, მადის დაქვეითება, სხეულის ტემპერატურის მომატება, უფრო მეტად დღის მეორე ნახევარში, წონაში მკვეთრი დაკლება,შრომისუნარის დაქვეითება. დაავადების მკურნალობის დროს ექიმები 6 თვიან კურსს და 4 სხვადასხვა მედიკამენტებს ნიშნავენ. აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა და დანიშნული მედიკამენტების თავის დროზე მიღება . ტუბერკულიოზით 10 წამსი კვდება 1 ადამიანი, მსოფლიო მას\სტაბით კი ყოველი მესამე ადამიანი დაინფიცირებულია. საქართველომ ტუბერკულიოზის ახალი სტრატეგია შეიმუშავა,რომელიც 2016-2020 წლებისთვის ტუბერკულიოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. ჩვენს ხელშია ჩვენი სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ყოველ წელს უნდა ჩავიტაროთ ანალიზები/გამოკვლევები, რადგან დავიზღვიოთ თავი ამ  დაავადებებისგან. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას მით უფრო შედეგიანი იქნება ის.
                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий