დასავლეთ საქართველო და ნაკრძალების კულტურა
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალების გარკვეული ნაწილი დღესდღეობით (და იმედია ჯერ-ჯერობით) საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს, ვფიქრობთ ჩვენ, მომავალმა თაობამ გვერდი არ უნდა ავუაროთ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ამ გზით მაინც ვცადოთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის შესახებ თანატოლებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება. მაშ ასე, დასავლეთ საქართველოს ნაკრძალებზე საუბარს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაკრძალებზე საუბრით დავიწყებთ:
1.ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი-შავი ზღვის სანაპიროზე,აფხაზეთში,ბიჭვინთის კონცხე, გაგრის ზონაში მდებარეობს. ეს ნაკრძალი 1926 წელს დაარსეს, რომლის ფართობი 164,7-ჰას შეადგენს. ტყით 123-ჰა არის დაფარული, რომლის ნახევარზე მეტი უკავია რელიქტიურ ბიჭვინთის ფიჭვს .აქ ხარობს მრავალი ხე: კოლხური ბზა, ცაცხვი, იფანი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, წაბლი და მუხა. ეს ნაკრძალი ითვლება ყირიმ-კავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვი მცირდება, ხოლო იზრდება კოლხური ბზის რაოდენობა. აქ ყველაზე მეტად ფრინველებში გვხვდება კოლხური ხოხობი. ნაკრძალში მრავლადაა ძუძუმწოვრები:ტელეუტური ციყვი, კვერნა, შველი და გარეული ღორი. ნაკრძალში ფიჭვის მომრავლებისა და დაცვის მიზნით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ტარდება.
2.ბიჭვინთა მიუსერის ნაკრძალი-შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამ მონაკვეთზეა წარმოდგენილი ბიჭვინთის მიუსერისა და ლიახვის მინაკვეთებზე. სახელმწიფო ნაკრძალი 1966 წელს შეიქმნა და ბიჭვინთის რელიქტიური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას ისახავს მიზნად. ამ ნაკრძალს ამშვენებს ბიჭვინთის ფიჭვი. წითელი ნუსხის მცენარეებიდან ამ ნაკრძალში არის წარმოდგენილი: ლაფანი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა, კოლხური ლეღვი, ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ხემარწყვა და ხიმაგვარი მანანა.
3.გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი-მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში,აფხაზეთში,სოხუმის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის 1941 წელს დაარსდა და მისი ფართობი 13.ათ.ჰა-ს შეადგენს. მისი რელიეფი მრავალფეროვანი და რთულია. ის მდინარეებით და ხეობებით არის დასერილი.მისი შექმის მიზანია მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფაუნისა და ფლორის შესწავლა და დაცვა იყო. მისი ტყის მცენარეულობა იცვლება ვერტიკალური სარტყლების მიხედვით. აქ ტყეებიდან გავრცელებულია: წიფელი,წაბლი,სოჭი,ნაძვი,ცაცხვი,მუხა,ნეკერჩხალი,იფანი და სხვა.ქვეტყეში შქერი,ბზა და წყავი იზრდება.აქ ფრინველებიდან გვხვდება:კოდალა,შავი შაშვი,როჭო და სხვა, ხოლო ცხოველებიდან:გარეული კატა,ციყვი,მაჩვი,დათვი,შველი და სხვა.ნაკრძალში მდინარეები კალმახით არის მდიდარი.
4.კინტრიშის სახელმწიფო ნკრძალი -აჭარაში,ქობულეთის რაიონში,ხინოს მთის შუა და სოფელ ცხემლოვანის შუაში მდებარეობს. ნაკრძალის ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის და ებჯინება ალპურ იალაღებს. ეს ნაკრძალი შედის კინტრიშის დაცულ ტერიტორიებში. იგი დაარსდა 2007 წელს და მისი ფართობი შეადგენს 10703-ჰას. მდინარე კინტრიში არის ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია, რომელიც ჩაედინება შავ ზღვაში. ნაკრძალის დაარსების მიზანი არის ფლორისა და ფაუნის დაცვა. ბევრი ენდემური და რელიქტიური სახეობა არის შემორჩენილი ნაკრძალში.ზემოთა ტერიტორიაზე ალპური მდელოები და მეჩხერი ტყეებია. მცენარეებიდან აქ შევხვდებით: უთხოვარს,ბზას,პონტოს,რცხილას და სხვას. ცხოველებიდა კი: მელას,დათვს, ტყის კატას, დედოფალას,და სხვას. ასევე ამ ნაკრძალის მდინარეც მდიდარია კალმახით. ამ ნაკრძალზე ცხემოვანის შუა საუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ტაძარი და თაღოვანი ხიდი არის შემორჩენილი.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий