Страницы

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი

 რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი                                          
   დღესდღეობით თითქმის ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი კარნავალი აქვს. ამ ქვეყნებიდან გამოირჩევა ბრაზილია, სადაც ყოველდღიურად ტარდება კარნავალი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს სახელით არის ცნობილი. ეს კარნავალი ყველაზე დიდი კარნავალია მთელ მსოფლიოში, რომელშიც დაახლოებით მონაწილეობას 2 მილიონი ადამიანი იღებს. ეს კარნავალი პირველად დაარსდა 1723 წელს. ბრაზილიური კარნავალი - 40 დღიანი დიდი მარხვის დაწყების წინა კვირას რიო-დე-ჟანეიროში ტარდება. როგორც ვიცით ბრაზილია ერთ-ერთი კათოლიკური ქვეყანაა და ერთი მოსაზრებით მისი  მოსახლეობა  ამ კარნავალის ჩატარებით სიმბოლურად,  მიზნად ისახავს ხორციელ სიამოვნებებთან დამშვიდობებას. ამ დატვირთვას ატარებს, ასევე ვენეციის ცნობილი ნიღბების კარნავალიც და ისიც დიდი მარხვის წინ ტარდება ხოლმე.
   ბრაზილიური კარნავალი ერთ-ერთი უდიდესი სახალხო დღესასწაულია და მას, მისთვის დამახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშნები აქვს  აქვს ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კარნავალებისგან. სპეციალურად ამ კარნავლისთვის ააშენეს საბადრომი, 700 მეტრის სიგრძის ალეა, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა-ოსკარ ნიმეორემ დააპროექტა. საბადრომის ტრიბუნები დიდ ტერიტორიაზე არის აშენებული, აქ 40 ათასი ადგილი არის ბარებითა და მაგიდებით კეთილმოწყობილი, ხოლო ადამიანების მხრივ-აქ 70 ათას ადამიანს შეუძლია თავისუფლად მოთავსდეს. მეცხრე სექტორი არის განკუთვნილი სტუმრებისთვის, სადაც ადგილები დაჯავშნილი და დანომრილია. კარნავალში მონაწილეობას ყოველწლიურად უმაღლესი ლიგის თოთხმეტი საცეკვაო სკოლა გამოდის ორი დღე-ღამის განმავლობაში. სკოლები ეგრეთწოდებული კარნავლის სახელოსნოებია, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში წერენ მუსიკებსა და სიმღერების ტექსტებს, ამზადებენ  ზღაპრულ სპექტაკლებსა და სცენარებს. ეს სანახაობა მართლაც გასაოცარია. აქ ერთდროულად მოძრაობს მრავალი პროცესია- პროჟექტორების თვალისმომჭრელ სინათლეზე, დოლების ხმაურსა და ფოჩებიანი კამფეტების წვიმაში. პროცესიის მონაწილეები მართლაც ლამაზი და საოცარი შესახედავები არიან. ზოგიერთი საკარნავალო სამოსი ძალიან მძიმეა, მათი წონა 10 კგ-ს აჭარბებს.ზოგიერთ ქალს, რომელსაც  უყვარს მოდა და მისი მიმდევარია, ამ მძიმე სამოსს ურჩევნია ღია და მსუბუქი სამოსი. კარნავალზე მინიმუმ რვა კოლონა ჩაივლის ხოლმე ერთ დღეში. თითოეულ კოლონაში ხუთი ათასამდე მონაწილეა. ამ მხიარულების შემხედვარე, დაჯერება ძნელია, რომ ყოველ ნაბიჯსა და ილეთს მონაწილეები თითქმის ერთი წლის მანძილზე ამზადებდნენ.  ყოველ მოქმედებას მაყურებელთან ერთად მსაჯთა კოლეგია  ადევნებს  თვალ-ყურს. ჟიური ინიშნავს ყველაფერს: ტანსაცმლის მორგებას, მოქმედების სიუჟეტსა და ადგილს, მოძრაობის სინქრონულობას, სიმღერისა და მუსიკის სიტყვებს. მსაჯები გუნდებს უმოწყალოდ აკლებენ ქულებს მედროშე ქალისა და მესტრე-სალას ცეკვისას არასაკმარისი გამოხატვისა და მაყურებლების სუსტი გამოძახილებისთვისაც კი ,ასევე აღმოჩენილი სიცარიელისთვის დემონსტრატების რიგებში. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალზე  დაახლოებით  სამასი ათასზე მეტი ტურისტი ჩადის და ესწრება. მისი ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება,იგივე პორტუგალიის ყველიერის კვირის დროს სეირნობის გამართვისას,როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ქუჩაში აყრიდნენ ფქვილს, ნაცარს,  ესროდნენ კვერცხებს და წუწავდნენ წყლით დიდი მარხვის წინ. კარნავალმა მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო საბოლოო სახე იტალიისა და საფრანგეთის კარნავლების ზეგავლენით. ფანტასტიკური კოსტიუმები და პიეროს ნიღბები, მეფე მომოსა და კოლომბინას სტილში არის შემოღებული  ევროპის ზეგავლენით. ასევე პირველი სხვადასხვა ფორმის სააღლუმო მსვლელობები სწორედ აქედან იღებს სათავეს.
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий