კრძალვიდან-აკრძალვამდე, მიუსერიდან - სათაფლიამდე
ნაკრძალების თემა რომ ამოვწუროთ მინდა საუბარი გავაგრძელო საქართველოს სხვა ნაკრძალებზე, რომლებიც ასევე გამოირჩევა სილამაზით, ცხოველებითა და მცენარეებით.
1.მიუსერის ნაკრძალი-ეს ნაკრძალი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი დაარსდა 1934 წელს, მისი შექმნის მიზეზი არის ფაუნისა და ფლორის დაცვა-შენარჩუნება. მისი ფართობი 2300 ჰა-ს შეადგენს. ტყით დაფარულია ნაკრძალის თითქმის 2254,6 ჰა. ქვეტყეში: შქერი, მინდი, ზღმარტლი ხარობს. კლდოვან კომპლექსებზე ბიჭვინთის ფიჭვს შევხვდებით, ხოლო ლაფანი და მურყანი მდინარეების ნაპირებს ფარავს და ლიანებიდან ეკალღიჭსა და კოლხურ სუროს. აქ ერთეულ ხეებად არის გავრცელებული ხემარწყვა. ნაკრძალში ბევრი მგალობელი ფრინველია. ცხოველებიდან შევხვდებით: ღორს, შველს, კავკასიურ ციყვს, მგელსა და ბევრ სხვა ცხოველს. აქ ბიჭვინთის ფიჭვი, რცხილა და ბევრი ხე ერევა ქართულ მუხას.
2.რიწის სახელმწიფო ნაკრძალი-ნაკრძალი გაგრიდან 60კმ-ზე, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი 1946 წელს დაარსეს და მისი დაარსების მიზანი შავი ზღვის სანაპიროს ლანდშაფტის დაცვაა, ხოლო მისი ფართობი შეადგენს 16 229 ჰა-ს. ხეებიდან ჭარბობს: ბზა, რცხილა, ცაცხვი და მუხა. ქვეტყეში მრავალი მცენარე გვხვდება: იელი, თხილი, შქერი, წვავი და სხვა. სუბალპურ ტყეს მდელოს სარტყლები ესაზღვრება. მის ზემოთ ნივალური, სუბნივალური სარტყლები არის მოქცეული. ტყეში შევხვდებით ბევრ მტაცებელ და მგალობელ ფრინველს. ცხოველებიდან შევხვდებით: გარეულ ღორს, არჩვს, კურდღელს, მაჩვსა და სხვა ბევრ ცხოველს. როდესაც ცუდი ამინდია დასავლეთ-კავკასიური ჯიხვები აფარებენ თავს ნაკრძალს. რიწის ტბა მდიდარია კალმახით.
3.საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი -ნაკრძალი საგურამოს ქედზე, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. 25 კმ-ით არის დაშორებული თბილისიდან და ქალაქის მწვანე ზონაში შედის. იგი 1946 წელს დაარსეს და მისი ფართობი 5241 ჰას შეადგენს. ეროვნული პარკის ტყეები არის ნაკრძალის აღმოსავლეთით. ნაკრძალის უდიდესი ნაწილი არის დაფარული ტყით. ნაკრძალში ხემცენარეებიდან ვხვდებით: თელას, მუხას, პანტას, წიფელსა და სხვას. მესამეული დროის ფლორის რელიქტები-ჭყორი, მოცვი, უთხოვარი, ბზა და სხვა გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც კკოლხურ ტყის კუნძულს უწოდებენ. ცხოველებიდან აქ ვხვდებით: კავკასიურ ირემს, შველს, დათვს, ტურასა და სხვას. ნაკრძალში მრავალი სახეობის ფრინველი არის.
4. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი - ნაკრძალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფლების ხომულის, გუმბრასა და ბანოჯას ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს.იგი 1935 წელს დაარსდა და მისი ფართობი 330 ჰა-ს შეადგენს. ნაკრძალი მდიდარია ძეგლებით. იგი ზოოლოგიურ, ბოტანიკურ, სპელეოოლოგიურ, პალეონტოლოგიურსა და გეოლოგიურ ძეგლებს შეიცავს. აქ მთაგორიანია რელიეფი. აქ შევხვდებით ბევრნაირ ხეს: თელას, რცხილას, ბზას, ძელქვას, ცაცხვსა და ბევრს. გაუვალ რაყას ქმნის ქვეტყე. ცხოველებიდან აქ ვხვდებით: კვერნას, მაჩვს, კურდღელს, ციყვს, ტურასა და სხვა ბევრს. აქ შველი იშვიათად შემოდის, სამაგიეროდ მდიდარია ფრინველებით. აქ დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც არის აღბეჭდილი მერგელოვან კირქვებზე. ამ ნაკრძალში მდებარეობს ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
ნაკრძალის შექმნით ოდესღაც ფლორისა და ფაუნის დაცვა-შენარჩუნებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჩვენი ვალი ამით არ ამოიწურა საქართველოს ბუნების წინაშე...ამ ყველაფერს მოვლა და პატრონობა დღესაც სჭირდება, ხვალაც დღის წესრიგში იდგება და ეს მუდამ ასე გაგრძელდება. ნაკრძალების სახელწოდებები და ფართობები კი არ უნდა ვიმახსოვროთ, არამედ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ნაკრძალის შექმნის იდეა და დანიშნულება გამართლებული იყოს.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий