Страницы

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე                                                                               
     მსოფლიოში ჩატარებული კვლევების თანახმად 800 ბავშვიდან 1 ბავშვი იბადება დაუნის სინდრომით, ამიტომ ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ დაეწესებინათ დაუნის სინდრომის დღე.გაერთიანებული ორგანიზაციის ეგიდით  2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა 21 მარტი.21 მარტს სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე საქართველოშიც იმართება ღონისძიებები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით.21 მარტი იმიტომ დაწესდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ,რომ 21 აღნიშნავს 21-ე ქრომოსომას,ხოლო მესამე თვე-მარტი ტრისომიულ მოვლენას.დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივის მიზნით 2013 წელს დამკვიდრდა უთვალავი წინდის ტრადიცია.ის მიზნად ისახავს მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას.ახლა კი ინფორმაციას მოგაწვდი დაუნის სინდრომის შესახებ.                                                                                            დაუნის სინდრომი-არათუ დაავადება,არამედ ისარის  გენეტიკური ცვლილება,რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად ,დამატებითი ერთი ქრომოსომა გვხვდება 21-ე წყვილში,რასაც ეწოდება 21-ე წტვილის ტრისომია.დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები არსებობს:ტრანსლოკაცია,მოზაიციზმი და ტრისომია.                                                                            ტრანსლოკაცია-ამ დროს 21-ე ქრომოსომა მოწყდება უჯრედის გაყოფისას და მიემაგრება სხვა ქრომოსომას.უმეტესწილად მე-14 ქრომოსომას.ისევ 46 ქრომოსომა არის უჯრედებში,მაგრამ დაუნის სინდრომს იწვევს 21-ე ქრომოსომის დამატებითი ნაწილი.ამ დროს კარიოტიპი მიიღება.                                    ეს გვხვდება დაუნის სინდრომისმქონე პირთა 3-4%-ში.                                                                                            მოზაიციზმი- ემბრიონის უჯრედის განაყოფიერების შემდეგ 21-ე ქრომოსომის დაშორება არ ხდება.ამ დროს უჯრედების ორი ტიპი ჩნდება:ზოგი ბირთვი 46 ქოროსომას,ზოგი კი 47 ქრომოსომას შეიცავს.                                                            ამ ტიპის სინდრომის დროს ორგანიზმის ყველა უჯრედში არ აღინიშნება ანომალია,მაგრამ მისი დადგენა პრენატალური დიაგნოსტიკის დროს რთულდება.დაუნის სინდრომის მქონე პირთა 1-2%-ში გვხვდება.                                                                                             ტრისომია-ეს არის ყველაზე ხშირი დარღვევა,როდესაც მამის ან დედის სასქესო უჯრედის გაყოფისას 21-ე წყვილის ქრომოსომის განცალკევებაარ ხდება და გაყოფის შემდეგ იქმნება ტრისომული ზიგოტა.ამ შემთხვევაში ანომალიას ყველა უჯრედი ატარებს.ეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა 95%-ში ვლინდება.ეს სინდრომი დამახასიათებელ გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს იწვევს და მას ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება აქვს.1866 წელს პირველად სინდრომი ჯონ დაუნმა აღწერა და მის საპატივცემულოდ დაარქვეს სინდრომს დაუნის სინდრომი,ხოლო 1959 წელს  პირველად ფრანგმა გენეტიკოსმა აღწერა,როგორც ქრომოსომული ანომალია.ჯონ დაუნმა შემოიღო ტერმინი-მონღოლიზმი,რომლითაც ის სინდრომის მქონე ადამიანებს აღწერდა.მონღოლმა დეპუტატებმა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას თხოვნით მიმართეს,რომ ხმარებიდან ამოეღოთ ტერმინი-მონღოლიზმი.1972 წელს ამერიკის მონღოლიზმის საზოგადოებამ ამერიკის დაუნის სინდრომის ასოციაცია დაირქვა.2006 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. დაუნის სინდრომისთვის სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა არის დამახასიათებელი,რაც ბიოლოგიურ ფაქტორებთან და ბავშვის რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული.                                                 ისინი:ჯდომას,სიარულს,ლაპარაკს,თამაშს სწავლობენ გვიან.ზოგიერთი ბავშვი სიარულს 2 წლის ასაკში,ხოლო ზოგიერთი 4 წლის ასაკში იწყებს.                      სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ საშუალებებს იყენებენ, რათა ეს პროცესები დააჩქარონ.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები არიან მგძნობიარენი სოციალური და ფიზიკური გარემოს მიმართ.                                                                                              ისინი არიან ცნობისმოყვარენი და ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა.დაუნის სინდრომი მქონე ბავშვების უმეტესობა იბადება გულის მანკით,ასევე არის 15-20% რისკი,რომ ისინი დაიბადებიან ალცჰეიმერიის დაავადებით ან ლეიკემიით.                                                                                        დაუნის სინდრომისგან განკურნების წამალი დღემდე არ არსებობს,თუმცა ამ სინდრომით დაავადებულები იძულებული არიან,რომ მედიკამენტოზური მკურნალობა გაიარონ.                                                                              როგორც ჩვენ,ასევე ისინიც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.                                                                                                                                                                          
   #ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს.      
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий