საქართველოს ცნობილი კურორტები
საამაყოა ფაქტი, რომ საქართველოს გამაჯანსაღებელი თვისებებით გამორჩეული, კურორტის სტატუსის მქონე ამდენი სოფელი, დაბა, ქალაქი ან სეზონური დასახლება აქვს. ვაგრძელებთ თქვენთვის მათ შესახებ ინფორმაციის მოკლედ მოწოდებას, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ეს ჩამონათვალი სრულად მაინც ვერ ასახავს საქართველოს ჰავისა და მდებარეობის გავლენით წარმოშობილ და ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში “მიმობნეული“ კურორტებისა თუ დასასვენებელი ადგილების ვერც რიცხოვნობასა, და ვერც მრავალფეროვნებას.
ლიკანი - სამცხე ჯავახეთში, ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრზე მდებარეობს. ლიკანი მდიდარია ასწლოვანი მუხებითა და წიწვოვანი ხეებით, რის შედეგადაც აქ ძალიან კარგი ჰაერია, განსაკუთრებით ზაფხულობით. ამ ადგილზე იკურნება ფილტვების ტუბერკულოზი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - ინჰალაციით, შხაპებით, აბაზანებით და სხვა პროცედურებით.
მოსახლეობის ნაწილი წლების განმავლობაში ლიკანის მინერალურ სასმელ წყალს ბორჯომის წყალთან აიგივებდა და კუსტარულად დამზადებული ასეთი „ბორჯომი“-ც წლების განმავლობაში წარმატებით იყიდებოდა (განსაკუთრებით “ბნელ ოთხმოცდაათიანებში“ ), თუმცა ახლა განსხვავება მათ შორის ყველასთვის თვალსაჩინოა, რადგან არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით იყიდება საქართველოდან იმპორტირებული მინერალუირი წყალი „ლიკანი“ და მას თავისი მომხმარებელი და მოყვარულთა „არმია“ ჰყავს.
ბორჯომი - ერთერთი ყველაზე პოპულარული კურორტი, არამხოლოდ საქართველოში, ზღვის დონიდან 810 მეტრზე მდებარეობს. კურორტი ბორჯომი საუკუნეებია (სულ მცირე სამი საუკუნე მაინც) ქვეყნის სავიზიტო ბარათად მოაზრება. ბორჯომი ცნობილი და მდიდარია მინერალური წყლებით, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. აქ იკურნებიან ადამიანები,რომლებიც დაავადებულები არიან:სასუნთქი სისტემის,საჭმლის მომნელებელი სისტემის, გინეკოლოგიური, თირკმლებისა და ნერვული სისტემის დაავადებებით.
ბორჯომით განსაკუთრებით ამაყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, იგი ითვლება ჩვენი მზარის ძირითად ტურისტულ ობიექტად, რომელსაც ტურისტთა და ინვესტორთა სულ უფრო მზარდი ინტერესი გამოარჩევს.
ნუნისი - იმერეთის მხარის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. აქ არის დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, რისი დახმარებითაც იკურნება კანის ისეთი დაავადებები როგორიცაა: ფსორიაზი, მუნი და კანის სხვა ინფექციები. ეს მინერალური წყალი ასევე დადებით ეფექტს ახდენს ჰიპერტონული, ნეიროდერმიტის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გულის დაავადებების მკურნალობისას. ბუნების სილამაზით განსაკუთრებით ცნობილია სახელგანთქმული მინერალური (ბალნეოლოგიური) კურორტი “სამთა ნუნისი” ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე, გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში ლამაზი გარემოს შემხედვარე აუცილებლად მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც.
ჩვენი ქვეყნის კურორტებზე საუბარი შესაძლოა ასე დაგვესრულებინა : საქართველო უნიკალური შანსია სასიამოვნო წარმატებით შეუთავსო სასარგებლოს და დაისვენო ღვთაებრივად: ისიამოვნო ქართული სტუმართმოყვარეობით, დატკბე ულამაზესი ბუნებით და ამავდროულად იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий