Страницы

სისხლის ბანკი

სისხლის ბანკი და მისი მნიშვნელობა
  სისხლის შენახვის ისტორია მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან დაიწყო. ბოლო ათი წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჭიპლარის სისხლი შეიცავს დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს, რომლის გამოყენება შეიძლება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. ღეროვანი უჯრედები არადიფერენცირებული უჯრედები არიან, რომლებსაც მუდმივი გამრავლების და სხვადასხვა უჯრედებად გადაქცევის უნარი გააჩნიათ. ღეროვანი უჯრედის მიტოზურად გაყოფის შედეგად წარმოიქმნება ორი უჯრედი. აქედან ერთი რჩება არადიფერენცირებულ მდგომარეობაში და ინარჩუნებს გამრავლების უნარს, ხოლო მეორე გარდაიქმნება დიფერენცირებულ უჯრედად. ღეროვანი უჯრედები იყოფა ორად: სომატურ ღეროვან უჯრედებად და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებად. სომატური ღეროვანი უჯრედები ჩაბმულები არიან ზრდასრული ორგანიზმის დიფერენცირებულ უჯრედებში. ისინი არ არიან ყოველთვის აქტიურები, ისინი მოქმედებაში მოდიან მაშინ, როდესაც ქსოვილი ზიანდება. სომატურ ღეროვან უჯრედებს დიდი რაოდენობით შეიცავს კანისა და საჭმლის მომნელებელი სისტემა-ეპითელი. სომატური ღეროვანი უჯრედები ასევე აღმოაჩინეს კუნთებსა და ღვიძლში.
          1960 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვირთაგვას თავის ტვინში ორი უბანი, რომელიც შეიცავდა ისეთ უჯრედებს, რომლებსაც გამრავლების უნარი შესწევდათ. ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს ჩანასახი განვითარების ადრეულ ეტაპზე შეიცავს. მათ სხვადასხვა უჯრედად გარდაქმნის უნარი აქვთ. ზრდასრულ ორგანიზმში არადიფერენცირებული უჯრედების გამრავლებით და სპეციალიზაციით წარმოიქმნება სხვადასხვა უჯრედები. მეცნიერები ცდილობენ, რომ დაავადებების სამკურნალოდ ემბრიონული უჯრედები გამოიყენონ. ისინი ლაბორატორიაში ამრავლებენ ღეროვან უჯრედებს, ანუ ღეროვანი უჯრედების ქსოვილურ კულტურას ქმნიან. ღეროვან უჯრედების გამრავლების მიზნით, მათ ღეროვანი უჯრედები ჭურჭლებში გადააქვთ და სტანდარტულ პირობებში ამყოფებენ. ამ პროცესით მრავლდება უჯრედები. ჭიპლარის სისხლით იკურნება მრავალი დაავადება. ჭიპლარის სისხლი არის სისხლი, რომელიც ჭიპლარის ვენაში და პლაცენტაში რჩება ბავშვის დაბადების და ჭიპლარის მოჭრის შემდეგ.  ექიმები ჭიპლარის სისხლს თხევად აზოტში და სიცივეში ინახავნ.
      როგორც ცნობილია 1988 წლის 6 ოქტომბერს ელიან გლუკმანის ჯგუფმა, საფრანგეთში ჩაატარა პირველი წარმატებული ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია, 6 წლის ფანკონის ანემით დაავადებულ პაციენტთან, რომელიც  განიკურნა და დღეს-დღეობით თავს კარგად გრძნობს. ასევე წამოვიდა იდეა ჭიპლარის სისხლის ბანკის შექმნის შესახებ. სწორედ  1992 წელს აშშ-ში დაარსდა პირველი რეგისტრი და ასევე პირველი ჭიპლარის სისხლის ბანკიც შეიქმნა. ასეთი დაწესებულებები მალე გახდა პოპუალარული. დღეს-დღეობით დაახლოებით 150 ბანკია შექმნილი, სადაც ხდება როგორც საკუთარი, ასევე დონორების წიპლარის დამუშავება და დიდი ხნით შენახვა. უნდა ავღნიშნოთ, რომ  2005წლის 20 დეკემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო უჯრედებით მკურნალობის აქტი. მასში გათვალისწინებული არის 150000 ახალი მასალის მოპოვება, სისხლისა და სხვა დაავადებებით დაავადებული პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შეგროვების და უჯრედების კვლევის დაფინანსება.
    ვფიქრობ, რომ ღეროვანი უჯრედები ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაავადებების განკურნებას და გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს.
                          

Комментариев нет:

Отправить комментарий