თაფლი, როგორც მკურნალი
როგორც ცნობილია თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც ბევრი სამკურნალო თვისებები გააჩნია. ადრეული სწავლულები ამბობდნენ, რომ ხანგრძლივ სიცოცხლეს სწორედ თაფლს უნდა უმადლოდნენ. მართლაც, თაფლს აქვს ბევრი სამკურნალო თვისებები, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება. თაფლის შემადგენლობაშია ყველა მინერალური მარილი, ვიტამინები- A, C, H, PP, ასევე სხვადასხვა მჟავაც, რომლებიც თაფლს ძალიან კარგ გემოს აძლევენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თაფლი ამშვიდებს ნერვებს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ასევე ის არჩენს ჭრილობებს და წყლულებს. გარდა ამისა მას იყენებენ კიბოსა და ძვლების მკურნალობისთვის. ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლის გამოყენებით შეიძლება შევებრძოლოთ ბაქტერიებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ თაფლი ომის დროს გამოიყენებოდა ჩირქოვანი დაავადებების და ჭრილობების მოსარჩენად. თაფლი შველის ხველებას, ის არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ მიი მიღება ნებადართულია ხველებისას. კლინიკური დაკვირვებების შედეგად დასტურდება ის ფაქტი, რომ თაფლის ყოველდღე მიღება არ წევს მაღლა შაქრის დონეს სისხლში, არამედ პირიქით შეიძლება, რომ შაქრის დონემ დაიკლოს. სწორედ ამიტომ უმჯობესია დიაბეტით დაავადებულებმა ექიმთან შეთანხმებით, მისი კონტროლის ქვეშ მიიღონ თაფლის გარკვეული რაოდენობა.
მეფუტკრეების თქმით თაფლის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს. მისი შედგენილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ყვავილის ნექტრიდან ამზადებენ ფუტკრები თაფლს. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს, რომელიც ჩვენში ფართოდაა გავრცელებული.
მაისის თაფლი - მზადდება გაზაფხულზე აყვავებული მცენარეებიდან, ძირითადად აკაციის ნექტრისგან. ის ითვლება ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოდ იმიტომ, რომ მის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ვიტამინები. ის ყველა სხვა ნატურალურ თაფლზე მეტ ფრუქტოზას შეიცავს, ამიტომ ძალიან ტკბილია.
ცაცხვის თაფლი - არის ყვითელი ფერის, ხასიათდება მკვეთრი გემოთი და ასევე ცოტა მწარე გემოც დაკრავს. იგი გამოიყენება ხველების და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს.
წაბლის თაფლი - ის ხასიათდება მწარე გემოთი. მას აქვს ბაქტერიციდული თვისებები. წაბლის თაფლი სასარგებლოა კუჭის წყლულის სამკურნალოდ და პროსტატის დროს.
აკაციის თაფლი - ნაკლებად შაქრდება. სასარგებლოა ბავშვებისთვის, რადგან ის შეიცავს ბევრ A ვიტამინს. ის გაზაფხულის თაფლია.
მთის ალპური თაფლი - ადვილად კრისტალიზდება და თეთრი ხდება. ალპური ზონის თაფლების გემო განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა მცენარეები იზრდება.
თაფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ის ახდენს გულის დაავადებების პრევენციას, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან ,,ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნას, რაც გვეხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში. თაფლი ასევე ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. იგი გვეხმარება შევინარჩუნოთ ჩვენი ნაწლავური ფლორა. თაფლი შეიცავს ენზიმებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საჭმლის მონელებაში. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თაფლს შეუძლია კანის გასუფთავება და დატენიანება, რადგან შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, რომელის კანს კარგად წმენდს. ხოლო მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კანს იცავს მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისა და დაბერებისაგან.
უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ თაფლის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. კერძოდ, მისი მიცემა ერთ წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან ამ ასაკში ბავშვების ნაწლავური ფლორა ძალიან ნაზია და შეიძლება დააზიანოს. თაფლი არ შეიძლება მათთვის, ვისაც კენჭები აწუხებს ან აქვთ ალერია მასზე.
მოკლედ აქ მცირე ჩამონათვალია, რაც თაფლის სამკურნალო თვისებებს შეეხება.

Комментариев нет:
Отправить комментарий