ჭარბტენიანი ტერიტორიები
დღეს-დღეობით მსოფლიოში ბევრი ჭარბტენიანი ტერიტორიებია, როგორებიცაა: მდინარეები, ტბები, აუზები და მდელოები. ჭარბტენიანი ტერიტორიები მუდმივად ან სეზონურად არის დატბორილი, მათ ასევე ეწოდება დამოუკიდებელი ეკოსისტემა. ამ ტერიტორიებში არის თბილი წყალსატევები: თევზის აშენებისათვის, რქოსანი ცხოველებისთვის და ჰაბიტატები გარეული ცხოველებისთვის. ჭარბტენიანი ტერიტორიები ხმელეთის 6%-ს შეადგენს. ისინი თითქმის ყველგან გვხვდება, დაწყებული ტუნდრიდან დამთავრებული ტროპიკამდე. მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ასრულებენ ეკოლოგიურ ფუნქციებს: არეგულირებენ წლის რეჟიმს, ასევე ამსუბუქებენ კლიმატის ცვლილებების შედეგებს. ტერიტორიების დაშრობა ძალიან დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს ეკოსისტემას და გარემოს. ჭარბტენიანი ტერიტორიები (წყლის ბუნებრივი ფილტრები) ადამიანებს გვეხმარება თავიდან ავიცილოთ დატბორვა. საქართველოში ამ ტერიტორიებს შევხვდებით ქობულეთის დაცულ ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. მდინარეები თუ აუზები ბევრი ცხოველისთვის და ფრინველისთვის სახლია. მაგალითად: ალკუნი და წყლის შაშვი მდინარის სიახლოვეს იკვებებიან. კოკონასებრნი და პელიკანი იკვებებიან და ცხოვრობენ ტბებზე. ამიტომ მათ სჭირდებათ სუფთა წყალი გამრავლებისა და საკვებისთვის. ადამიანები სხვადასხვა მომწამლავ ნივთიერებას იყენებენ მიწის დასამუშავებლად და ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ფრინველებსა და ცხოველებს.
ჭარბტენიანი ტერიტორიები მიწისქვეშა წყალს ეხმარება განახლებაში და მდინარეებს წყლით მომარაგებაში, როდესაც მშრალი სეზონია. კლიმატის ცვლილება ყველასთვის დიდი პრობლემაა, ის ადამიანის ჯანმრთელობას, ეკოსისტემებს და ეკონომიკას ეხება. კლიმატის ცვლილებების დროს ბევრი პრობლემა იჩენს თავს: ზღვის დონე იწევა, მარჯანი უფერულდება და ამას მძიმედ განიცდიან ჭარბტენიანი ეკოსისტემები. რამსარის კონვენციის თანახმად ნახშირბადის მარაგი ჭარბტენიან ტერიტორიებზე ორჯერ მეტია ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა ტყეებში. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას, რომელშიც გათვალისწინებული არის 12 მუხლი, ხელი მოეწერა 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში. კონვენციაში უზრუნველყოფილია წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნება და მთელ მსოფლიოში წყლის ფრინველებისთვის საბინადრო ადგილების დაცვა. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წლის 2 თებერვალს აღინიშნა და ამ დღის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ. საქართველო 1996 წელს შეუერთდა რამსარის კონვენციას, ხოლო 1997 წლიდან კოლხეთის ეროვნულ პარკს და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. ჭარბტენიან ტერიტორიებს ძირითადად განიხილავენ, როგორც უსარგებლო სივრცეს. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის ტერიტორიები, რომლებიც ამდენი წლის შემდეგ შემორჩა საქართველოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий