გაზაფხულის დღესასწაული ინდოეთში - ჰოლი
ინდოეთი ადრეული პერიოდიდანვე გამოირჩევა თავისი დღესასწაულებით, მაგრამ ჰოლის ანუ გაზაფხულის დღესასწაული ყველაზე საუკეთესო დღესასწაულია, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს.
ჰოლი 1-2 მარტს ინდოეთში ტარდება. ეს ფესტივალი თავისუფალია სოციალური ნორმებისგან და აღიარებულია თავისუფლების სახალხო დღესასწაულად.ამ ფესტივალის მონაწილეები გამოწყობილნი არიან თეთრ ტანსაცმელში და ერთმანეთს აყრიან ფერად საღებავებს, ასევე ასხამენ შეღებილ წყალს. ჰოლის ინდოეთში ყველა ერთად აღნიშნავს განურჩევლად სოციალური ფენისა, კასტისა, სქესისა თუ რელიგიური შეხედულებებისა. ინდოელები გრიგორიანულ კალენდარს მისდევენ და ამ დღესასწაულს სავსემთვარეობაზე ატარებენ, ამიტომ კალენდრით მარტის თვე უწევს. ფესტივლის ხანგრძლივობა ორი დღეა. ისინი ამ დღესასწაულით აღნიშნავენ ფერების, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და გაზაფხულის დღეს. პირველ დღეს ისინი ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, ხოლო მეორე დღეს სეირნობენ, ფერად-ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, ტანსაცმელ უღებავენ ათასნაირ ფერით და მხიარულობენ. რომელ ადამიანსაც უფრო მეტი ფერი აქვს შეყრილი, ე.ი იმას მეტმა ადამინმა უსურვა ბედნიერება. ჰოლიზე ყველა ბჰანონგოს სვავს, რომელიც შეიცავ რძის პროდუქტებს და ფოთლების ნაყენს. გაზაფხულის ფესტივალი ბუნების ფერებით და მზის შუქით არის აღვსილი. ვარაუდობენ, რომ ეს დღესასწაული უფრო ძველია, ვიდრე თქმულებები მასზე . დღესასწაული ქრისტეზე რამდენიმე ასეული წლით არის უფროსი. მასში გაერთიანებულია პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომლებიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი.
ახლა კი იმაზე მოგითხრობთ თუ როგორ წარმოიშვა გაზაფხულის დღესასწაული-ჰოლი. ბევრი ლეგენდა არსებობს ჰოლის წარმოშობის შესახებ. ერთი ლეგენდა გვაუწყებს, რომ ჰოლი დემონი ჰოლიკას სახელიდან წარმოიშვა. პრახლადა-გოროზი მეფის ძე ვიშნას სცემდა თაყვანს და ვერაფერი გადააწყვეტინებდა რომ არ მოქცეულიყო ესე. დემონმა ჰოლიკამ-ხელმწიფის დამ, რომელიც გადმოცემის თანახმად ითვლებოდა, რომ ცეცხლში არ იწვებოდა, დაითანხმა პრახლადა,რომ კოცონში შესულიყო ღმერთის სახელით. გასაოცარია, რადგან ჰოლიკა დაიწვა, მაგრამ პრახლადა უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან ვიშნას მფარველობით და წყალობით. ზუსტად ჰოლის პირველ დღეს წვავენ ჰოლიკას გამოსახულებას ამ მოვლენის საპატივცემულოდ. ასევე ჰოლის დღესასწაულს უკავშირებენ ამბავს, როდესაც შივამ თავისი მესამე თვალით სიყვარულის ღმერთი კამა ფერფლად აქცია, რომელიც ცდილობდა მის მედიტაციიდან გამოყვანას, რის გამოც ის უსხეულოდ დარჩა, მაგრამ კამას ცოლის ქალღმერთ რატისა და შივას ცოლის პარვატის თხოვნით შივამ კამას სხეული წელიწადსი სამი თვით დაუბრუნა.როდესაც კამა სხეულს იბრუნებს ყველაფერი აყვავდება, ფერადდება და ბედნიერი ხალხი ყველაზე მხიარულ სიყვარულის ფესტივას ზეიმობს. გაზაფხულის დღესასწაულს უმეტესწილად აკავშირებენ კრიშნას თამაშებთან და რომანებთან , რომელსაც ის აბამს მწყემს ქალებთან. ამიტომაც სადღესასწაულო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ახალგაზრდა ქალის და ვაჟის შეთამაშებაა. ვაჟი გამოიტყუებს ქალს, გაართობს, შემდეგ ქალი სხვა რამეზე გადაიტანს ყურადღებას, ამ დროს კი ფერადი პუდრით ბიჭი შეუღებავს სახეს ან გადაასხავს ფერად წყალს. ქალს ეწყინება, ვაჟი პატიებას სთხოვს გოგო კი შეუნდობს და სამაგიეროს გადახდის მიზნით ისიც ფერად სითხეს გადაასხავს.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий