Страницы

საქართველო-მკურნალი

საქართველო - მკურნალი
     ამჯერად,  ასევე  სამკურნალო თვისებების მქონე, სხვა არანაკლებ ლამაზ და მნიშვნელოვან ადგილებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც საქართველოში გამორჩეულ და ტურისტულად მიმზიდველ  ადგილებს წარმოადგენენ:   
 წაღვერი - სამცხე ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებაა, რომელიც  ზღვის დონიდან 1020-1050  მეტრზე მდებარეობს. წაღვერი მთლიანად გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით, ამიტომ ის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება. წაღვერი შესანიშნავი საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ, რასაც ხელს უწყობს მინერალური წყაროები და სუფთა-ტენიანი ჰაერი. წაღვერში ძირითადად მკურნალობენ: ქრონიკული გასტრიტით, საშარდე გზების დაავადებებითა და ჰეპაროკოლეცისტიით დაავადებული ადამიანები.    
 ბაკურიანი - ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1750-1950 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი საქართველოში  მთის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება. აქ არის მშრალი ჰავა, რის შედეგადაც აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის და ლოგიკურად ყოველწლიურად მისი ტურისტული დატვირთვა თვალსაჩინოდ იზრდება. კურორტი ბაკურიანი ისეთი დაავადებებისთვისაა სასარგებლოა, როგორებიცაა: ბრონქული ასთმის მსუბუქი და საშუალო ფორმები, რაქიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, სასუნთქი გზების არატუბერკულიოზური დაავადებები.   
 შოვი - რაჭის მარგალიტი, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს. საქართველოს ტერიტორიაზე შოვის კურორტი ერთ-ერთი გამორჩეულ კურორტად მიიჩნევა თავისი  მინერალური წყლების გამო. შოვს თავისი ჰავის თავისებურებების გამო სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, ესენია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის, საშარდე გზების დაავადებები, სასუნთქი გზების, ქრონიკული ჰეპატიტის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და ზოგადად კუჭი- ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ბრონქიტისა და ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებების განსაკურნებლად.  
     ბახმარო - გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1913-1990 მეტრზე მდებარეობს. ბახმარო სილამაზით გამოირჩევა. მას სასარგებლო თვისებები განსაკუთრებით ზაფხულში აქვს. აქ ზღვის ჰავასთან ერთად არის საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. აქ იკურნება გულის-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები.   
  საირმე  ბაღდათის რეგიონში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს. საირმეში არის დიდი რაოდენობით მინერალური წყლები, ამიტომაც აქ მინერალური წყლის მიღებით იკურნებიან ისეთი ადამიანები,რომლებიც დაავადებულები არიან შემდეგი დაავადებებით: მსუბუქი და საშუალო დონის შაქრიანი დიაბეტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებით, პოდაგრით, პანკრეატიტით, რკინა დეფიციტური ანემიით, შარდ-სასქესო დაავადებებით, ცისტიტით, ქრონიკული ნეფრიტით, ქრონიკული პროსტატითა და ცისტიტით.  
სურამი - ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს კურორტი ზღვის დონიდან 740 მეტრზე მდებარეობს. სურამი ჰავის თვისებების გამო ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტად მიიჩნევა საქართველოში, კერძოდ კი შიდა ქართლში. აქ ჰავა არის ზომიერად ნოტიო, რის შედეგადაც იცის ცივი ზამთარი. სურამი ტყით არის გარშემორტყმული, რის გამოც აქ ძალიან სუფთა ჰაერია. ეს ადგილი რეკომენდირებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ: სასუნთქი გზების დაავადებები, ასევე სურამი იდეალური ადგილია ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად და ტუბერკულიოზის სუსტი ფორმების სამკურნალოდ.                                                                                                                              
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий