Страницы

სასიამოვნო და სასარგებლო შეთავსებადია

 სასიამოვნო და სასარგებლო შეთავსებადია!

     ვაგრძელებთ  სამკურნალო თვისებების მქონე, საქართველოს ულამაზეს  და უმნიშვნელოვანეს ადგილებზე  საუბარს, რომლებიც საქართველოში გამორჩეულ და ტურისტულად მიმზიდველ  ადგილებს წარმოადგენენ:   
 ახტალა - თბილისიდან 120 კილომეტრში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 410-430 მეტრზე მდებარეობს. ახტალა საქართველოში ტალახით მკურნალობის ერთადერთი კურორტია, ახტალის ტალახით დღესაც წარმატებით მკურნალობენ ძვალ-სახსროვანპერიფერიული ნერვული სისტემისგინეკოლოგიურდერმატოლოგიურუროლოგიურ და სხვა დაავადებებსსაკურორტო სეზონი მაისში იხსნება  და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.    
 ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახითასევე დანერგილია ელექტრო ტალახიპარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურამასაჟიფიზიოთერაპიული პროცედურები. (წყარო „ვიკიპედია“)
       
 ურეკი - საზღვაო კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურია), მდებარეობს ზღვის დონიდან სულ რაღაც 4 მეტრზე. ჰავა ზღვის სუბტროპიკულიაიცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული. ურეკი ცნობილია თავისი მაგნიტური თვისებების მქონე  ქვიშით რაც ურეკის მიდამოებში განაპირობებს მომატებულ მაგნიტურ ველს რომელიც მსოფლიოს მედიკოსების მხრიდან ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორადაა აღიარებული და ამიტომაც, ეს ადგილი საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების, სუნთქვის ორგანოებისსაყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების და  ნევროზის სამკურნალოდ. 
    წყალტუბო - იმერეთსი, ქუთაისის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 120 მეტრზე მდებარეობს. აქ არის რადონულ-მინერალური წყალი,რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ დაავადებებსა, კანს და უროლოგიურ დაავადებებსაც კურნავს.    
        შეუძლებელია, არაფერი გიამბოთ,  კურორტ წყალტუბოს „მეორე სიცოცხლე“-ზე, სიმბოლურად ასე მოიხსენიებენ (განსაკუთრებით კი მედია საშუალებები) იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პროცესებს, რომლებიც წყალტუბოში 2019 დაიგეგმა და 2020 წლიდან უწყვეტად  მიმდინარეობს. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად კი მთლიანად განახლდა მოძველებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა, განახლდა შიდა საკომუნიკაციო სიტემა, გაიმართა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სიტემები, რომლებიც წლები წყალტუბოს მოსახლეობას ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს უქმნიდა. ასევე კეთილმოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა და უამრავი მსხვილი ინვესტორის მოძიების შედეგად მსოფლიო მნიშვნელობის ე.წ.  „ბრენდული“ სასტუმროების მშენებლობა დაიგეგმა. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში კურორტის მიმართ ცნობადობას აამაღლებს და ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმების ხელშეწყობის პარალელურად, რა თქმა უნდა სამედიცინო სფეროში კვალიფიციური მომსახურეობის შანსაც გაზრდის არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის, არამედ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც არცთუ იშვიათად სტუმრობენ ხოლმე წყალტუბოს.
მანგლისი - დაბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზემდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე ზღვის დონიდან 1204 მეტრზე მდებარეობს. მანგლისის საკურორტო თვისებები განსაკუთრებულად სასარგებლოა გაზაფხულის მიწურულს, რადგან ამ დროს ფიჭვი ყვავილობს და ხდება დამტვერვა, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ადგილი რეკომენდირებულია მათთვის ვინც დაავადებულია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებით.      
  ბეშუმი - მთის კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარეობს, ხულოს მუნიციპალიტეტში. ბეშუმი მდიდარია მდინარეებითა და წიწვოვანი ტყეებით. ეს ადგილი რეკომენდირებულია მათთვის ვისაც აწუხებს სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, ბეშუმი ასევე შეუცვლელია ბავშვთა ქრონიკული დაავადებების გამოვლენის შემდგომი მკურნალობისას.  ბეშუმის, როგორც მთის კურორტის მნიშვნელობა ბოლო წლებში გაიზარდა, აქ ყოველწლიურად იგრძნობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დამსვენებლების მოთხოვნა.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
                          

Комментариев нет:

Отправить комментарий