მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრმა გვანცა ათენაშვილმა ამავე სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია დაცული ტერიტორიის მნიშვნელობასა და აუცილებლობის შესახებ. მან აღნიშნა,რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. 2014 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი, რის შემდეგაც განიხილა თითოეული მათგანი და მათ შორის განსხვავებები. აღნიშნული შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა,რაც პრეზენტაციის მსვლელობისას დასმულმა კითხვება დაადასტურა.
Комментариев нет:
Отправить комментарий