ქართული ჟურნალისტიკის დღე
ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მედიას, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და არა მხოლოდ....ამიტომ 1993 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ჟურნალისტიკის დღეს დააწესეს.
ახლა კი უშუალოდ ვისაუბრებ ჟურნალისტიკაზე.
საზოგადოებრივი პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა ჟურნალისტიკა. ის მიზნად აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას ისახავს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. ყველასთვის ცნობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია: ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ინტერნეტი რისი საშუალებითაც გადმოგვცემენ ახალ ამბებს. სიტყვა ჟურნალისტიკა ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს. იგი თავდაპირველად აღნიშნავდა ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს, მაგრამ ამჟამად იგი გაფართოვდა და ჟურნალისტური საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს. რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე მას მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ ხოლმე.
ახალი ამბების ჟურნალისტიკაში აქტუალურობა დაკარგული აქვს წინა დღის მოვლენებს და აღარავის აქვს ინტერესი ასეთი დაგვიანებული მოვლენების გაშუქების მიმართ.
ანალიტიკურ ჟურნალისტიკას კი ყველაფერი აინტერესებს , სვამს კითხვებსა და აანალიზებს მიღებულ პასუხებს, მაშინ როცა ახალი ამბების ჟურნალისტიკას არ ევალება ფაქტისა და სიტუაციის ანალიზი.
საბოლოოდ კი მედიის უმთავრესი მოთხოვნაა,რომ ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური იყოს ინფორმაცია და ამის შემდეგ გამოაქვეყნდეს საჯაროდ. ჟურნალისტს სხვადასხვა ფუნქცია - მოვალეობა აკისრია, მაგრამ მისი უმთავრესი მოვალეობა მაინც გადამოწმებული, ობიექტური და სანდო მიღებული ინფორმაციაა, რადგან ფაქტის სინამდვილე ეჭვს არ იწვევდეს და დეზინფორმაციის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ჟურნალისტიკაში არსებობს გამოთქმა „ხუთი დაბლიუ და ეიჩი“. ეს ფორმულაა ჟურნალისტიკის , ანუ სტატიის მომზადების ჩონჩხია. 5W-H განისაზღვრება ასე: 5W,who?(ვინ?), What?(რა?), Where?(სად?), When?(როდის?), Why?(რატომ?), How კი (როგორ?). ეს 6 კითხვაა, რომელზეც პასუხს მაყურებელი მუდმივად უნდა პოულობდეს.
ადრეული პერიოდიდანვე გამოჩენილი ადამიანები შეფასებას აძლევდნენ ჟურნალისტიკას. მაგ: ნაპოლეონს გაზეთების სასტიკად ეშინოდა, რადგან ის თვლიდა, რომ მასში გამოხატული იყო ხალხის აზრი, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენდა საზოგადოებაზე, უინსტონ ჩერჩილი კი ტელევიზიასა და რადიოს ხალხის გამაბრუებელ საშუალებად მიიჩნევდა.
ამჟამად, როდესაც საქართველოში ესეთი სიტუაციაა (პანდემიას ვგულისხმობთ) ჟურნალისტები თავის სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ქართველ ხალხს ოპერატიულად გადმოგვცეს. აქ ნათლად იკვეთება მედიის პასუხისმგებლობა და გამოწვევა. ამიტომ კომუნიკაციების კომისია მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, რომ პროფესიონალურად და მაქსიმალურად გააშუქონ მოვლენები, რადგან დღეს კორონა ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი სწორი ინფორმირებული მოქალაქეა და ამ ინფორმაციაზე დიდ წილადაა დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий