მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის
კიბო არ არის განაჩენი!
ბოლო პერიოდში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დონე თანდათან მცირდება. 25 წელია ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება მსოფლიოში.ზოგიერთი ადამიანი, რომელიც დაავადებული არის კიბოთი თვლის, რომ განკურნების შანსი 0%-ია, მაგრამ ნათქვამია, ,,იმედი ბოლოს კვდებაო“. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, რომ მათ თავიანთი მოსაზრება მცდარად ჩათვალონ. პირველ რიგში მოგაწვდით ინფორმაციას კიბოს შესახებ.
კიბო - როგორც ქსოვილი შედგება უჯრედებისგან, მაგრამ ჩვეულებრივი სხვა უჯრედებისგან განსხვავებით კიბოს უჯრედებს სრულიად დაკარგული ან დაქვეითებული აქვთ დიფერენციაციის, მომწიფების უნარი და განუსაზღვრელი გამრავლება ახასიათებთ. რის გამოც წარმოქმნილი კიბოს ქსოვილი ზიანს აყენებს და არღვევს გარშემომყოფ ნორმალურ ორგანოებსა და ქსოვილებს. კიბო იყოფა ორად: ავთვისებიანად და კეთილთვისებიანად. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნის დროს ის იზრდება სწრაფად, იჭრება ახლომყოფ საღ ქსოვილებში. უჯრედების სისხლი ლიმფის გზით გადააქვს დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეულ კვანძებს - მეტასტაზებს აჩენს. სიმსივნის ამოჭრისას არის რისკი, რომ იმ ადგილას ისევ წარმოიქმნას სიმსივნე. სიმსივნურ ზრდას იწვევს: ვირუსი, ქიმიური ნივთიერება, თამბაქოს კვამლში შემავალი ნახშირწყალბადი და მაიონიზებელი გამოსხივება. სიმსივნის ხასიათის და სტადიის დასადგენად ბიოფსიასა და ბიოფსიური მასალის მორფოლოგიურ გამოკვლევას იყენებენ. სიმსივნის სამკურნალოდ ქირურგიულ, სხივურ და სხვა სამკურნალო საშუალებებს მიმართავენ. სიმსივნე,როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებსა და მცენარეებშიც არსებობს. სიმსივნე ფართოდაა გავრცელებული ცხოველებში. ცხოველის ასაკის ზრდასთან ერთად დაავადების სიხშირეც იზრდება. ყველა ცხოველი ავადდება, მაგრამ განსაკუთრებით ძაღლი და ქათამი. ცხოველის კლინიკური ნიშნებითა და გამოკვლევით ადგენენ სიმსივნეს. მეტწილად სამკურნალოდ ქირურგიულ გზას მიმართავენ, ასევე იყენებენ ჰორმონულ საშუალებებსა და პრეპარატებს. მცენარეებშიც ფართოდ არის გავრცელებული სიმსივნე. სიმსივნე შეიძლება სოკოებმა, ბაქტერიებმა, ვირუსებმა, მწერებმა, დაბალი ტემპერატურის მოქმედებამ გამოიწვიოს. უმრავლესად ღეროები, ფესვი და გორგლები ავადდება, იშვიათად ავადდება ფოთლები. ეპიდემიოლოგიური დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ქვეყნისა თუ რეგიონისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სიმსივნე. იაპონიაში-კუჭის, ინგლისში-ფილტვის, აფრიკაში-ღვიძლის, ახლო აღმოსავლეთში-პირის საყლაპავისა და ღრუს სიმსივნე. დღესდღეობით კიბოს სხვადასხვა ორგანოზე სხვადასხვა ფრად აღნიშნავენ. მაგ: შავად აღნიშნავენ კიბოს კანზე, იასამნისფრად პანკრეასზე და ვარდისფრად მკერდზე. BBC-ის ინფორმაციით, 2018 წელს ჩატარდა სიმსივნის დიაგნოსტირება 18 მილიონ ადამიანში. აქედან 5 მილიონ ადამიანში შესაძლებელი იყო დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაში, რაც იმის მაგალითია, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტური იყო. 2018წელს მსოფლიოში 19,6 მილიონი გარდაიცვალა. დღეში 26300 ადამიანი იღუპება, 1095 ერთ საათში და 18 ადამიანი წუთში. ბრიტანეთში გამოკითხვებით დადგინდა, რომ ყოველ მეოთხე პაციენტს არ უნდა ექიმთან წასვლა, რადგან დიაგნოზის მოსმენის ეშინია. დიაგნოზის არასდროს არ უნდა შეგვეშინდეს. თუ შეგვეშინდა მასთან ბრძოლაში დავმარცხდებით. ,,რომ გადავრჩეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიბრძოლოთ, ამის ძალა უნდა გვქონდეს“. ბრძოლა ამ დაავადების დასამარცხებლად აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
Комментариев нет:
Отправить комментарий